marilisi

წესები და პირობები

ონლაინ მაღიაზიამარილისისსამომხმარებლო პოლიტიკა:

 

 

ტერმინთა განმარტება

 

  1. მარილისი - შპსსაიუველირო ხელოვნების სახლი“-ს ს/კ 202455342 (საფირმო სახელწოდება „მარილისი“).

  2. საიტი - marilisi.ge („ვებ-საიტიანსაიტი“) წარმოადგენს მარილისის ონლაინ პლატფორმას.

  3. სამომხმარებლო პოლიტიკა - მარილისსა და მომხმარებელს შორის ამ საიტის საშუალებით წარმოშობილი ურთიერთობის მარეგულირებელი წესები, რომელიც მოიცავს მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას.

  4. მომხმარებელი - საიტზე შემოსული მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია მარილისის პროდუქციის დათვალიერებით ან შესყიდვით.

  5. პერსონალური მონაცემები - საიტზე რეგისტრაციის შემთხვევაში ან მის გარეშე, საიტის მიერ შეგროვებული მონაცემები მომხმარებლის შესახებ.

  6. კონტენტი - საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფოტო, ტექსტი, გრაფიკა, ვიდეო, აუდიო და სხვა კონტენტი, ასევე, თავად საიტი. კონტენტი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ტექსტით, გრაფიკით, ფოტოთი, სავაჭრო და სერვის ნიშნებით და ლოგოთი.

  7. ნაკეთობა - პროდუქტი, რომელიც იწარმოება მარილისის მიერ და განთავსებულია საიტზე გაყიდვის მიზნით.

  8. კომუნიკაციის საშუალება - მარილისთან კომუნიკაციის საშუალებები, ელ-ფოსტა:

 

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლება

 

  1. წინამდებარე ვებ-საიტზე განთავსებული მარილისის სახელი და სავაჭრო ნიშანი, ასევე, მარილისის ლოგო და სხვა დაკავშირებული ნიშნები, რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, წარმოადგენს მარილისის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების სავაჭრო ნიშანს.

  2. კონტენტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაშრომს და დაცულია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების წესებით. წინამდებარე კონტენტის მესაკუთრეა მარილისი ან მისი შვილობილები და მასთან დაკავშირებული პირები, ან განთავსებულია მათი მესაკუთრის თანხმობით.

  3. კონტენტი გამოყენება მომხმარებლისთვის დაშვებულია მხოლოდ პერსონალური, საინფორმაციო არაკომერციული გამოყენების მიზნით. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენო კონტენტი და ნიშნები ასლის შექმნისთვის, რეპროდუცირებისთვის, საჯარო ჩვენებისთვის, გაყიდვისთვის ან სხვაგვარად გამოყენებისთვის რაც არ არის ნებადართული ამ წესებით. ყველა უფლება დაცულია მსოფლიოს მასშტაბით.

  4. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა პირების ინტელექტუალურ საკუთრებას და საავტორო უფლებებს და ვუკრძალავთ ჩვენს მომხმარებებლებს ჩვენი სერვისის იმგვარად გამოყენებას, რაც დაარღვევს მესამე პირების ზემოხსენებულ უფლებებს.

  5. ჩვენი კონტენტის ნაწილი შესაძლოა მოწოდებულ იქნას სხვა მომხმარებლებისგან და მესამე პირებისგან. ყველა ასეთი კონტენტი, სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, რაც განთავსებული იქნება ჩვენს ვებ-საიტზე, წარმოადგენს მათ მესაკუთრეთა საკუთრებას.

  6. საიტის გამოყენებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები არ დაარღვევს სხვა პირის კონფიდენციალობას, საავტორო და სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

  7. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს კონტენტი, ნიშნები და სერვისები, ან სხვა პირების კონტენტი იმგვარად, რაც დასაშვები არაა წინამდებარე წესებით.

  8. მარილისი იტოვებს უფლებას შეზღუდოს მომხმარებლის საიტზე წვდომა/სერვისით სარგებლობის უფლება თუ მომხმარებელი არღვე ჩვენი ან სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ჩვენი ვებ-საიტით ან სერვისით სარგებლობისას.

  9. საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, აჩვენოთ ან დაბეჭდოთ საიტზე განთავსებული ინფორმაცია და კონტენტი მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის, საავტორო უფლებების აღმნიშვნელ ნიშნის დაცვით და სავაჭრო ნიშნების ან/და საკუთრების აღმნიშვნელი სხვა ნიშნის პირველადი სახის ცვლილების გარეშე. ნებისმიერი დოკუმენტის ან პროგრამის გადმოწერით ან რეპროდუცირებით თქვენზე არ გადმოდის საკუთრების ან რაიმე სხვა სახის უფლება.

  10. საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის ყველა სხვა სახის გამოყენება, მათ შორის რეპროდუცირება გარდა არაკომერციული მიზნებისა, მოდიფიკაცია, გამოქვეყნება, საჯარო ჩვენება, გადაცემა, იქნება ეს ნაწილობრივი თუ სრული სახით ინფორმაციის და კონტენტის შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე მკაცრად აკრძალულია.

  11. საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის მიზანია მომხმარებლისთვის მარილისის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გამარტივებული ფორმით პროდუქტის შესყიდვის შესაძლებლობა.

 

 

პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა

 

  1. საიტზე შემოსვლისას საიტი ავტომატურად აგროვებს თქვენი კომპიუტერის გარკვეულ მონაცემებს ე.წ. Cookies.

  2. საიტის ზოგიერთი მომსახურების მისაღებად თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციისას მითითებული თქვენი მონაცემები წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და საიტზე მათი მითითებით ავტომატურად აძლევთ მარილისს უფლბას მათ შენახვა, დამუშავება მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

  3. თქვენ უფლება გაქვთ მოსთხოვოთ მარილისს თქვენ შესახებ არსებული მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა ელ-ფოსტის საშუალებით.

  4. მარილისი ატარებს გონივრულ და სათანადო ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ კონფიდენციალობის ღონისძიებებს იმისათვის, რომ დავიცვათ მის ხელთ არსებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან ან/და განადგურებისგან. თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია 100% გარანტიის გაცემა მონაცემთა კონფიდენციალობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას იმ მონაცემების კონფიდენციალობაზე, რომელიც დაუცველი ქსელის საშუალებით მოხვდა ვებ-საიტზე. აქედან გამომდინარე მომხმარებელი გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ არსებობს მონაცემთა კონფიდენციალობისა და დაცვის ლიმიტები, რის გამოც თქვენსა და მარილისს ან თქვენსა და მარილისის სხვა მომხმარებელს შორის გაცვლილი ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა შესაძლოა სრულად არ იყოს გარანტირებული, რაზედაც პასუხისმგებლობა არ ეკისრება მარილისს.

 

 

აყიდვისა და ნივთის დაბრუნების პოლიტიკა

 

  1. ნებისმიერ მომხმარებელს საიტის საშუალებით შეუძლია ნაკეთობის ყიდვა რეგისტრაციის შემთხვევაში.

  2. რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები წარმოადგენს ნაკეთობის ნასყიდობის ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და ნებისმიერი შემდგომი კომუნიკაცია, პრეტენზია, მოთხოვნა, საჩივარი განიხილება მხოლოდ ამ მონაცემების მეშვეობით.

  3. თითოეული ნაკეთობის ფოტომასალა განთავსებულია საიტზე ნაკეთობის აღწერასთან ერთად. მარილისი პასუხს აგებს ნაკეთობის ნივთობრივი მდგომარეობის შესაბამისობაზე აღწერასა და ფოტომასალასთან.

  4. გაყიდული პროდუქცია უკან არ ბრუნდება/იცვლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტს ჰქონდა ქარხნული წუნი შესყიდვის მომენტში და მყიდველს არ შეეძლო ამ წუნის აღმოჩენა. ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია მოითხოვოს დაბრუნება/გადაცვლა შეძენიდან 2 კვირის ვადაში.

  5. დასაბრუნებელ/გადასაცვლელ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ორიგინალი შეფუთვა და გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის გადაცვლა ხდება უფრო მეტი ღირებულების პროდუქტში, ფასთა შორის სხვაობა ანაზღაურებულ უნდა იქნეს მყიდველის მიერ.

  6. პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში გამყიდველი აუნაზღაურებს მყიდველს პროდუქტის ღირებულებას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით მყიდველის მიერ პროდუქტის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წაყენებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

  7. მარილისი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ნივთის უკან დაბრუნებაზე თუ მომხმარებლის მიერ არ არის დაცული მარილისის მიერ ნივთის უკან დაბრუნებისთვის განსაზღვრული წესები.

  8. უკან დასაბრუნებელი ნივთი ექვემდებარება სავალდებული ექსპერტიზას დამოუკიდებელ ექსპერტის მიერ, რომლითაც უნდა დადგინდეს ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

  9. ექსპერტი ან ექსპერტიზის ბიურო უნდა შეირჩეს მარილისის თანხმობით.

  10. ექსპერტიზის დასკვნა ეგზავნება მარილისს, რომელიც თავის მხრივ გამოსცეს აქტს ნივთის დაბრუნების ან ნივთის დაბრუნებაზე უარის შესახებ.

  11. ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხა ნივთის დაბრუნებიდან 2 კვირის ვადაში.

 

 

 

ინფორმაციის ცვლილება

 

  1. წინამდებარე საიტის კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს შეუსაბამობებს და ბეჭდვით შეცდომებს. მარილისი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები, შესწორებები ან გააუმჯობესოს ასეთი კონტენტი მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. მარილისი არ იღებს ვალდებულებას მსგავსი ქმედებების განხორციელებაზე. აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება 26 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე.

  2. საიტზე განთავსებული მარილისის ნაკეთობების სტილი, ვიზუალი და ფერები შეიძლება შეიცვალოს თქვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ნაკეთობის ფასები დამოკიდებულია ბაზრის რყევებზე და შესაძლოა განსხვავდებოდეს ვარიაციების მიხედვით. მარილისი იტოვებს უფლებას შეცვალოს საიტზე განთავსებული ფასები და მოდელები ნებისმიერ დროს.

  3.  მარილისი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეასწოროს ან/და შეცვალოს წინამდებარე წესების პირობები. განახლებული პირობები ძალაში შედის მათი ვებ-საიტზე განთავსების მომენტიდან.

 

 

დავების გადაწყვეტის წესი

 

  1. წინამდებარე წესები, ასევე, ვებ-საიტის გამოყენება და ნებისმიერი შეთანხმება მარილისსა და მის მომხმარებელს შორის წესრიგდება საქართველოს სამართლის შესაბამისად, მიუხედავად საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე წესებიდან, უნდა გადაწყდეს თბილისში, საქართველოში მდებარე საერთო სასამართლოების მიერ. მხარეები თანხმდებიან ზემოაღნიშნული სასამართლოების ექსკლუზიურ განსჯადობაზე.